Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> შტეფან ფულე საქართველოში ვიზიტის შესახებ ”ტვიტერზე” წერს

ვაფასებ ხელისუფლების ისტორიულ გადაბარებას საქართველოში, - ამის შესახებ ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე სოციალურ ქსელ 'ტვიტერში' წერს. 
'ჩვენს პარტნიორებს თბილისში ვუთხარი, ფოკუსირება გაეკეთებინათ ფუნქციონირებად თანაცხოვრებაზე', - წერს შტეფან ფულე. 
ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით გუშინ იმყოფებოდნენ. 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მოქმედი და არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. 
დღის განმავლობაში შეხვედრები სტუმრებმა სასტუმრო 'რედისონში' პრესკონფერენციაზე შეაჯამეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. 
'დაივიწყეს რა აზრთა განსხვავებები, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყვეს, რომ ძალაუფლების გადაცემა მსუბუქად წარიმართა. მივესალმები მათ პატრიოტიზმს და საზოგადოებრივ შეგნებას. ევროკავშირს ახალ მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვს. ჩვენ ყველას გვესმის, რომ განსხვავებების პერიოდში თანაცხოვრება რთულია და ამ თემაზე ვისაუბრეთ, როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე ვისაუბრებთ დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილთანაც. ჩვენ ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რამდენად შორს წავიდა საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე', - აღნიშნა შტეფან ფულემ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels