Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება

დეპუტატ  ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ახალი ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის მიზნით, საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თაქთაქიშვილმა განაცხადა, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ' საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, უმცირესობის წევრებზე არაკანონიერ და არადემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებს.

პირველ რიგში, ზეწოლა იმ დეპუტატებზე ხორციელდება, რომლებიც ბიზნესებს ფლობენ. ასევე დეპუტატების ნათესავების მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელება მიმდინარეობს და მათ მუქარით აშინებენ.  თუ ეს პროცესი გაგრძელდება, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის  კონსტრუქციული საქმიანობა ვერ წარიმართება', - დასძინა მან.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels