Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ცესკო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

როგორც ცნობილია, თითო უბანზე, კომისიაში 13 წევრი იქნება, მათგან 6 პარტიული, 6 კი - პროფესიული ნიშნით შერჩეული. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით პირველი ოქტომბრისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში 48 ათასი ადამიანი იმუშავებს.

ყველა მათგანმა სპეციალური ტრენინგები, საარჩევნო პროცედურების უკეთ გასაცნობად გაიარა.

კომისიამ საარჩევნო გრაფიკი უახლოეს დღეებში უნდა შეიმუშაოს.

ასევე, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიები არჩევნებამდე არაუგვიანეს 29 დღის ვადაში უნდა წარადგინონ.

'საარჩევნო კოდექსის' მიხედვით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა 5 კაციან საინიციატივო ჯგუფს.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels