Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ცხინვალი 'საზღვრის' დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის დამკვირვებლების დაპატიმრებით იმუქრება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის დამკვირვებელთა დაპატიმრებას აპირებს, - ამის შესახებ სააგენტო 'რესი' იუწყება. 
დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მხრიდან ე.წ სამხრეთ ოსეთში 'ეფ-ეს-ბეს' მესაზღვრეებთან კონტაქტის დამყარების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. 
'დამკვირვებელთა მცდელობა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მხარეთა გვერდის ავლით უშუალოდ საზღვრის ხაზზე გადასვლას, ასევე, მათი მხრიდან მესაზღვრეებთან არასანქცირებულ კონტაქტებს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ვითარების გაუარესების მცდელობას და პროვოკაციას. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის განგებ დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაკავებული იქნებიან და პასუხს აგებენ რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით', - აღნიშნულია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels