Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი - მერია კომპანიებს ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს

პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ახალ ეტაპზე გადადის. მოდიფიცირებულ პროექტში მონაწილეობისთვის ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს. მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის. სამშენებლო კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ.
ბინებს, რომლებსაც თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის მერიაში შექმნილი “უძრავი ქონების განვითარების ფონდი” განკარგავს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც ახალი ეტაპის შესახებ დღეს თავად გამოაცხადა, პროექტი „მშენებლობის უფასო დაზღვევად“ შეაფასა და სამშენებლო კომპანიებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. მერიის შეთავაზება ძალაში 2012 წლის აპრილამდე არის.

onlinenews.ge

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels