Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> წიკლაური: პრეზიდენტმა სტრასბურგში გამართული დაბატები ზუსტად შეაფასა

მმართველი გუნდის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ყველას კრახი ელის, ვინც საქართველოს დაზარალებას ეცდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს წიკლაურმა, სტრასბურგში გამართული დებატების, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის საუბრის შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატისთვის გაურკვეველია, თუ რა ხერხით გავრცელდა მერაბიშვილისა და სააკაშვილის საუბრის ამსახველი ვიდეო მასალა.

„ეს ჩანაწერი ვნახე. როგორც ჩანს, ეს იყო  კამერაში დატოვებული ჩანაწერი, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია რა ხერხებით მოხვდა ის „მაესტროში' და რატომ წაიშალა Youtube-დან. ვფიქრობ, რომ იქ არაფერი ისეთი არ არის, უბრალოდ, პრეზიდენტის მოსაზრება არის გამოთქმული - თუ როგორ დამთავრდა ევროპარლამენტში დებატები და ეს დაბატები ვნახეთ, რომ ზუსტად ისე დამთავრდა რა შეფასებაც იყო გამოყენებული. საქართველომ მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დესტრქუციულმა მცდელობებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება ისე დახატონ როგორც არ არის სრული კრახი განიცადა. ასეთი ბედი ყველა იმ ადამაინს ელის, ვინც საქართველოს დაზარალებას ეცდება', - დასძინა მან.

internet.ge 

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels