Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> წინასაარჩევნო აგიტაციისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საარჩევნო სუბიექტებსა და ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში ცესკო ასევე განმარტავს, რომ კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა სახის ატრიბუტიკის ტარება და მითუმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს.

აღნიშნული წესის დარღვევა 2 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels