Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> წუხელ შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და სახლი გაჩხრიკეს

სამართალდამცველებმა წუხელ, გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ვიცე-მერის, შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. 

ხიზანიშვილის ბინის ჩხრკის პროცესს ადვოკატი არ დასწრებია- ამის შესახებ 'ივერონს' მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

ჭაბაშვილის თქმით, ხიზანიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ბინის ჩხრეკისას არაფერი წაუღიათ. პროკურატურის წარმომადგენლები, მერიაში ხიზანიშვილის სამუშაო ოთახის გასაჩხრეკად, ღამის 12 საათზე მივიდნენ. 

'ჩვენთვის მათი მოსვლა მოულოდნელი იყო, რადგან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ღამის 12:00 საათზე მოვიდნენ. თავდაპირველად ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით, რის შემდეგაც უკვე შოთა ხიზანიშვილის კაბინეტის ჩხრეკა ითხოვეს, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე რაც ვიცით, წაღებულია პროცესორი', - განაცხადა თბილისის მერის პრესსპიკერმა, ბაჩო დოლიძემ.

მერიის პრესსპიკერის განმარტებით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.

'არავითარი დოკუმენტი არ დაუტოვებიათ, მაგრამ ჩვენ ძალით წინააღმდეგობას არ გავუწევდით. მზად ვართ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლოთ, თუმცა ადექვატურ ზომებს ვითხოვთ მათგანაც', - აღნიშნა თბილისის მერიის პრესსპიკერმა. 

ივერონი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels