Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის. ვიზიტი ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი.

ცნობილია, რომ ჯეიმს აპატურაი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „ქართული ოცნების' ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

მედიის ინფორმაციით, მათი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ და ქვეყანაში სამხედრო სფეროში გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.

Internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels