Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯეიმს აპატურაი საქართველოს 11 ივნისს ეწვევა

11 ივნისს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს 'საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ' ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმა განუცხადა. 
თენგიზ გოგოტიშვილის ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის 11-16 ივნისს დაგეგმილი ნატო-ს დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. მისი თქმით, 11 ივნისს ჯეიმს აპატურაი სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' კონფერენციას გახსნის. 
მისი თქმით, ნატო-ს კვირეული გეოგრაფიულად ძალიან ფართო იქნება და თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში ძირითადი აქცენტები კეთდება ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და ჟურნალისტებზე.
როგორც გოგოტიშვილმა აღნიშნა, იგეგმება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების რამდენიმე ელჩის ჩამოსვლა, რომლებიც კვირეულის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ. 
'ეს კარგი დამთხვევაა, რადგან ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. საქართველო ფაქტობრივად, ცოცხალ რიგში ჩადგა ნატო-სკენ მიმავალ გზაზე', - განაცხადა თენგიზ გოგოტიშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels