Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯეიმს აპატურაი საქართველოში 11 ივნისს ჩამოვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 11 ივნისს, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი შეხვედრებს  გამართავს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე პრემიერ-მინისტრთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია მიმდინარე წლის 20-21 მაისს გამართული ჩიკაგოს სამიტის შედეგების განხილვა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმების დასახვა.

ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი ასევე, მონაწილეობას მიიღებს და გახსნის ნატო-ს კვირეულს, რომელიც საქართველოში 11-16 ივნისს ჩატარდება.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ასევე შეხვედრებს გამართავს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.

internet.ge

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels