Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯეიმს აპატურაი - დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი მზად არის წინ წასწიოს ურთიერთობა ნატო-სთან

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წასწიოს ურთიერთობა ნატო-სთან, - ამის შესახებ 'ამერიკის ხმას' ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა. 
მისი თქმით, ის კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ორივე მხარე კონსენსუსს აღწევს იმ მთავარ თემაზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება - იქნება ეს კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობა თუ 'ნატო'-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია.
'დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წაწიოს ურთიერთობა ნატო-სთან. შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა', - დასძინა აპატურაიმ. 
მისივე თქმით, ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს ნატო-სთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს.
ამასთან, აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა. 
'დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ცვლილება და ძალაუფლების გადაცემა საარჩევნო ყუთის საშუალებით, მშვიდობიანი გზით მოხდა. საქართველოში ყოფნისას მომსწრე გავხდი ისტორიული მოვლენისა, როდესაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენლები საათების მანძილზე ერთად ისხდენ და ქვეყნისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს განიხილავდნენ', - განაცხადა აპატურაიმ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels