Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯეიმს აპატურაი: „რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერება, საქართველოსთან თანამშრომლობის შემცირებას არ ნიშნავს“

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ახალი უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, ნატო-ს სამომავლო პოლიტიკაში იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები პარტნიორობის მიმართულებით. ეს განცხადება აპატურაიმ თსუ-ის სტუდენტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ალიანსის კონცეფციას შეეხებოდა.
'ჩვენ ამჟამად ფორმალური ურთიერთობა გვაქვს ნატო-ს არაწევრ 32 ქვეყანასთან. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანასთან ურთიერთობა ძალიან ლიმიტირებულია. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ურთიერთობას ევროკავშირთან და გაერო-სთან', - აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.
ჯეიმს აპატურაიმ ასევე ისაუბრა ნატო-რუსეთის და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.
'ჩვენ ვაძლიერებთ ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესუსტდება ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი არის მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ხოლო რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ნატო-ს მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერდება ბოლო პერიოდში', - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეხვედრას მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჯეიმს აპატურაი კიდევ ეწვევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

ipn.ge

მ.ბ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels