Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვშია

ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვშია. ამერიკის ვიცე პრეზიდენტი რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შესახვედრად 12 წლის შვილიშვილ ფინეგანთან ერთად ჩავიდა . 'ფინეგანმა დიდი თეატრი უნდა ნახოს და წითელ მოედანზე გაისეირნოს', - წერს 'რია ნოვოსტი'.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ოფისში ჟურნალისტებმა პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე - ექნება თუ არა ფინეგანს ცალკე პროგრამა. ცნობილია, რომ ცალკე პროგრამა აქვს ჯილი ბაიდენს. ის კრემლს და წითელ მოედანს დაათვალიერებს და სტუდენტებს შეხვდება.
ჯოზეფ ბაიდენი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად დადის ვიზიტებში მეუღლესთან ერთად, მათ თან დაჰყავთ შვილიშვილი მეორე შვილისგან, ხანტერისგან.
ბაიდენი ჟურნალისტებს უყვება, რომ მისი ვიცე- პრეზიდენტობა ფინეგანის სურვილი იყო.
ბაიდენის ევროპული ტურნე ფინეთით დაიწყო და მოლდოვათი დასრულდება. მოსკოვში ის სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა. დღეს მას სამუშაო სადილი აქვს ამერიკელ ბიზნესმენებთან, შემდეგ ინოვაციურ ცენტრ სკოლკოვოს დაათვალიერებს. დღეს საღამოსვე პრესიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდება, ხვალ დილიდან კი შეხვედრა პრემიერ ვლადიმერ პუტინთან აქვს. ამის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენი შეხვედრებს გამართავს რუსეთის ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დგეგმილია მისი მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლაც.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels