Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჯორჯ სოროსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 'ღია საზოგადოება - საქართველო' განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ სოროსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ფონდი 'ღია საზოგადოება - საქართველო' განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Prime Time News უცვლელად გთავაზობთ:

'საზოგადოებაში გამოწვეული ინტერესის საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ვიზიტი არის არაოფიციალური, მისი მიზანია ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ორგანიზაციის ბოლო წლების მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის განხილვა. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის გაცნობის მიზნით, ჯორჯ სოროსი შეხვდეს პოლიტიკურ ლიდერებსაც.

ასევე, გვსურს განვაცხადოთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი 'ნაციონალურ მოძრაობას' აფინანსებდეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯორჯ სოროსი და ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო'' არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში. ფონდ 'ღია საზოგადოება-საქართველოს'' მიზანი ყოველთვის იყო და უახლოეს წლებშიც იქნება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება', - აღნიშნულია განცხადებაში.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels