Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჰილარი კლინტონი ბარაქ ობამას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ბარაქ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია 'ფოქს ნიუსი' ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ კლინტონი ობამას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას გეგმავდა, რის შესახებაც მას თავად ჰქონდა გაცხადებული. 
2008 წელს ჰილარი კლინტონი 'დემოკრატიული პარტიის' რიგებიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად პრაიმერში მონაწილეობდა, მაგრამ საარჩევნო ბრძოლას გამოეთიშა და ასპარეზი მასზე რეიტინგულ კანდიდატს, ბარაქ ობამას დაუთმო. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels