Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი,  კავკასიური ტურნეს ფარგლებში,  5 ივნისს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება .
სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა. კლინტონი 5 ივნისს ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის. 
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი,  სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels