Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას დააკვირდება

წინასაარჩევნო პროცესების შესასწავლად, საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთკაციანი დელეგაცია ეწვევა. 

დელეგაცია საარჩევნო კანონმდებლობას შეისწავლის და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდება. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგელებს შეხვდება. 

დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან, ცესკო-ს თავმჯდომარესთან, ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარესთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

ასამბლეა საბოლოო დასკვნამდე ხმის მიცემის პროცესსაც დააკვირდება. ამ მიზნით, არჩევნების დღისთვის საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 21-კაციანი დელეგაცია ეწვევა.  

ჯეონიუსპრესი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels