Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან?

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება,რომელშიც საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს იქნება პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის ბოლო მიმართვა ამ ფორუმზე, ახალი მოწვევის საპარლამენტო დელეგაციისთვის კი პირველი მონაწილეობა სესიაში.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები. მიხეილ სააკაშვილს შეკითხვებს ქართველი და უცხოელი დეპუტატებიც დაუსვამენ.

საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა ასევე ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლას ევერინო.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუზნიეკსთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიონ იაგლანთან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარულ შედეგებს განიხილავს. შესაბამისად, რუსეთი დიდ დაინტერესებას იჩენდა მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე აღნიშნულ სესიაზე.

როგორც ''პრესა.ჯი'' უკვე წერდა, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ' ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპარატში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია დიდი ხნის წინ დააზუსტა. „რია ნოვოსტის' ცნობით, ასამბლეაზე საქართველოსა და რუსეთის შესახებ თინა აკეტოფტის მოხსენებას მოისმენენ. ეს მანამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ფერხდებოდა. სავარაუდოდ, დოკუმენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 23 იანვარს იქნება წარდგენილი, მისი მოსმენის შემდეგ კი სპეციალურ რეზოლუციასაც მიიღებენ.

ამ სესიაზე რუსეთი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. მათ შორის რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ამ კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების კუთხით.

პრესა.GE

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels