Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 17-18 მაისს თბილისში საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართება

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ ტექსტის შემუშავების მიზნით, 17-18 მაისს თბილისში მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართება .
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრიუსელიდან დელეგაციას ევროკავშირში შესაბამისი მანდატის მქონე პირი უხელმძღვანელებს. კალანდაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი გუნარ ვიგანდი იქნება, ხოლო ქართული მხრიდან ევროკავშირთან მთავარი მომლაპარაკებელი - თორნიკე გორდაძე. 
კალანდაძის განცხადებით, საუბარია მთელ რიგ მექანიზმებზე, რომელიც პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განიხილება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარი შეეხება პოლიტიკურ დიალოგს და რეფორმას, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას, მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
'საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ურთიერთობის ახალი ეტაპია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველა არსებული მექანიზმის განხილვა, გადახედვა და პროგრესის დაფიქსირება ხდება და ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ასოცირების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს', - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 
მისივე თქმით, ბევრი ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სისტემატიურად მიმდინარეობდეს, რადგან ყველა ტექნიკური საკითხის განხილვა მოხდეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels