Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა

. . . 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან 'კარვების ქალაქის' გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან ცოცხალი 'სირცხვილის კორიდორების' მოწყობა უნდა გაეგრძელებინათ. 
პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციის ლიდერების ჯგუფი პოლიციამ 08:00 საათისთვის დაშალა. . . 
'თბილისი კარვების ქალაქი არ გახდება', - ეს განცხადება თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გიგი უგულავამ დარწმუნებით თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის საფუძველი 2 ნოემბრის შემდეგ აღარ არსებობდა. InterPressNews.Ge
'ხალხი დაიღალა გაუთავებელი ექსპერიმენტებით - 'ოქრუაშვილი-პატარკაციშვილი'. ერთი ლონდონიდან გვიგზავნის არქიფო სეთურივით ეპისტოლეებს და გვმოძღვრავს, მეორე აქციის დაშლა-არდაშლაზე გველაპარაკება', - განაცხადა უგულავამ. 
პარლამენტთან საპროტესტო აქცია 10:00 საათისთვის განახლდა. 11:00 საათისთვის დემონსტრანტებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა დაიწყეს, რასაცInterPressNews.Geსამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. ელბაქიძის დაღმართზე და 'ვარდების მოედანზე' სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები მთაწმინდის პარკშიც განლაგდნენ. პატარკაციშვილის კუთვნილი პარკი დაილუქა. 
პარლამენტის წინ არსებული ვითარება 12:30 საათზე გამოვიდა კონტროლიდან. InterPressNews.Geსაპატრულო პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების ხელკეტებით დაშლა დაიწყო. მიტინგზე მისულმა ხალხმა, სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადაიწია, რასაც ხელკეტების გამოყენება მოჰყვა. 
12:50 საათზე რუსთაველის გამზირზე პოლიცია სპეცრაზმმა ჩაანაცვლა. აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. აქციის დარბევის შემდეგ მოწამვლის, ნევროლოგიური შოკისა და რესპირატორული გზების დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებებს 250-მდე პაციენტმა მიმართა. InterPressNews.Ge
16:00 საათისთვის საპროტესტო აქციამ რიყეზე გადაინაცვლა. შეკრებილებს სიტყვით ლიდერებმა მიმართეს, რის შემდეგაც მონაწილეთა ერთი ჯგუფი პარლამენტისკენ დაიძრა. რიყეზე მობილიზებულია სამხედრო ქვედანაყოფები.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის ლიდერების სატელეფონო საუბრები და მათი შეხვედრების ჩანაწერები გაავრცელა. მასალებს შორის არის შალვა ნათელაშვილის, ლევან ბერძენიშვილის, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების, გოგა ხაინდრავას საუბრები და შეხვედრების კადრები.InterPressNews.Ge
შსს-ში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერები რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინირებდნენ. საქართველომ რუსეთიდან ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი გამოიწვია. საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსი დიპლომატი ვიაჩესლავ კოვალენკოც. 
InterPressNews.Ge17:40 საათზე რიყეზე აქციის დარბევა დაიწყო. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 
დღის ბოლოს ბადრი პატარკაციშვილის განცხადება გავრცელდა, რომელშიც პატარკაციშვილმა მომხდარი 'ბოლშევიკური პუტჩს' შეადარა. 
'სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს 7 ნოემბერს, ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე, საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის. 
ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად. საქართველოს გაუმარჯოს!', - ეწერა განცხადებაში.InterPressNews.Ge 
პატარკაციშვილის ეს განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა 'ხელისუფლების დამხობის პირდაპირ მოწოდებად' აღიქვეს.
20:55 საათზე კი, სპეცდანიშნულების რაზმი 'ტელეიმედში' შევიდა. 'იმედის' ეთერი გაითიშა.
ტელერადიოკომპანია 'იმედთან', სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებისInterPressNews.Geგარდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც 'ტელეიმედთან' მისულ გულშემატკივარს ხელკეტებით და წიხლებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც. 
თავად 'ტელეიმედის' ჟურნალისტები ყვებოდნენ, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები მათ სასტიკად ექცეოდნენ, იატაკზე დააწვინეს, იარაღი დაადეს. . . InterPressNews.Ge
ამ მოვლენების შემდეგ თბილისში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 
დროებითი შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტის მოძრაობაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობაზე, 'დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების ძალის გამოყენებით დამხობის მოწოდებებზე'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels