Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 6 სექტემბერს თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

6 სექტემბერს თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ეწვევა, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ერთდღიანია. კალანდაძის განცხადებით, ეს იქნება რასმუსენის მესამე ვიზიტი, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ნიშნავს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა სულ უფრო ღრმავდება.
რასმუსენი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში და დიპლომატების წინაშე სიტყვითაც გამოვა. 
რასმუსენი შეხვდება, ასევე, ქართულ ბატალიონს, რომელიც ავღანეთში გაემგზავრება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels