Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> გიორგი ბარამიძე ბრიუსელში ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელ ბოლო მოლაპარაკებებს მართავს

მოახლოებული ნატოს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ბოლო მოლაპარაკებებისათვის ვიცე პრემიერ- მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო -ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ნატოს შტაბ- ბინაში გიორგი ბარამიძისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ კნუდ ბარტელსის შეხვედრის შემდეგ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის ნოემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ჩამოდის ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო და მისი თავმჯდოამრე გენერალი ბარტელსი.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარმიძემ შეხვედრები გამართა ახალი საფრთხეების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაბორ იკლოდთან, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კოლინდა გრაბართან,ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან. სხვადასხვა ფორმატში, ასევე, შეხვედრები გაიმართა ნატო-ში აშშ-ს,საფრანგეთის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, კანადის, ლატვიის, ბულგარეთისა და თურქეთის მუდმივ წარმოადგენლებთან, სადაც ნატოს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელ ბოლო სტადიაზე განიხილეს, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო სამიტის შეხვედრების ფორმატებსა და დასკვნითი დოკუმენტების შინაარსის თვალსაზრისით.
შეხვედრების შემდეგ გიორგი ბარამიძემ კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს კონსულტაციები საქართველოსათვის სასურველი მიმართულებით ვითარდება და ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.  

'ჯი-ეიჩ-ენი' 

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels