Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ეთერით აქცია გაიმართება

დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად, დღეს, 16 ივლისს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ეთერით აქცია გაიმართება.

ორგანიზატორია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი. აქციის ფორმატით გათვალისწინებულია ერთდროულად რამდენიმე რადიოს, ტელეკომპანიისა და ინტერნეტმაუწყებლობის ეთერის დათმობა ფოტორეპორტიორების საკითხისადმი. აქციას ექნება მარათონის სახე და საეთერო სტუდიები ერთმანეთთან ონლაინკავშირში იქნებიან.

აქციას უკვე შეუერთდნენ ტელეკომპანიები - 'მაესტრო', 'კავკასია', 'ტრიალეთი', '25-ე არხი', ინტერნეტტელევიზიები - 'პალიტრა-ტვ', 'ობიექტივი', რადიოები - 'პალიტრა', 'უცნობი', 'მაესტრო', 'ობიექტივი'.

ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი აქციაში მონაწილეობისკენ სხვა სამაუწყებლო მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels