Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო წელში არ გატყდებოდა

 

'ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ყველაზე თავზეხელაღებული და ყველაზე დიდი სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ საქართველო წელში არ გატყდებოდა', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გამართულ პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მტრებისთვის ასევე წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველო გააკეთებდა ისეთ რეფორმას, რომელზეც ყოფილი იმპერიის ყველა ქვეყანა ილაპარაკებდა.

'ჩვენ მოვახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის, ქუჩის მენტალიტეტის, ხულიგნობის და შავი გაგების განდევნა საქართველოს სკოლებიდან. დააკვირდით რაზე მიდის დღეს ყველაზე მეტი შეტევა, მიდის შეტევა ჩვენს პოლიციაზე, ჩვენს მანდატურებზე, ჩვენს პენიტენციალურ რეფორმაზე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი განასახიერებს ახალ საქართველოს. შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მომავლის იდეაზე, იმიტომ რომ ჩვენს მტერს ყველაზე უფრო საშინელ სიზმრებშიც კი ვერ წარმოედგინა, რომ ამ კუთხით ქართველები როდესმე შეძლებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებას', - განაცხადა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ვერ წარმოედგინათ, რომ ქართველები როდესმე შეძლებდნენ ისეთი რამის შექმნას, რომ ჩვენ ჩამორჩენილი, მაჩანჩალა დანამატი კი არ ვიქნებოდით იმ იმპერიული სივრცის, არამედ ყველაგან, დაწყებული ყოფილი იმპერიის ჩაგრული ქვეყნებიდან, დამთავრებული თვითOამ იმპერიის დედაქალაქით, ყველანი ილაპარაკებდნენ საქართველოს რეფორმებზე და საქართველოს წარმატებებზე.

„ქვეყანა რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი შეძლო ასეთი ქალაქის აშენება როგორიც არის თუნდაც ბათუმი და ქმნის კიდევ სხვა ქალაქებს და სოფლებს. რომ ქვეყანამ შეძლო თავის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება, რომ ქვეყანამ გადაიტანა ყველაფერი - ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო, ყვალნაირი პროვოკაციები და ბოლოს მსოფლიოს ყველაზე თავზეხელაღებული და ყველაზე დიდი სხელმწიფოს თავდსხმა და მაინც არ გატყდა წელში', - განაცხადა სააკაშვილმა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels