Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ხუთდღიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო

ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსული საოკუპაციო არმიის წარმომადგენელთა სამხედრო-ტაქტიკური წვრთნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სწავლება 5 დღეს გაგრძელდება და მისი პირობები ნამდვილად საბრძოლოს მაქსიმალურად იქნება მიახლოებული. მთავარი ყურადღება წვრთნების დროს მოტომსროლელ ბრიგადებზე იქნება გამახვილებული. სწავლებაში ჩართულია 80 ერთეულზე მეტი საბრძოლო ტექნიკა და 300 მდე ადამიანი.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels