Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი ოლიმპიადა ჩატარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით, დღეს, სამართლებრივი ოლიმპიადა გაიმართება . ოლიმპიადა საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის III და IV კურსის სტუდენტები მიიღებენ.
სამართლებრივი ოლიმპიადა, რომელიც საერთო სპეციალიზაციის მიხედვით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლი) გაიმართება, 5 ეტაპს მოიცავს: კაზუსის ამოხსნა; სამართლებრივი კითხვები; მეტყველება ორატორობა; სამართლებრივი შეცდომების კორექტირება და დებატები.
ოლიმპიადის თემატურ საკითხებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცია განსაზღვრავს, სამართლის შემდეგი დარგებიდან: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი. საკითხების რაოდენობა თანაბრად იქნება განაწილებული სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაცული სამართლიდან. თითოეულ ეტაპზე დადგენილი სამუშაოს შესრულების შემდგომ პასუხების შეფასება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების შვიდწევრიანი გუნდები, ერთმანეთს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გაუზიარებენ. მომავალი იურისტების საუკეთესო გუნდს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
სამართლებრივი ოლიმპიადის მიზანია, სასამართლოსა და მომავალი იურისტების დაახლოება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, მათი უშუალოდ ჩართვა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და, რაც მთავარია, დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels