Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> 'ADIDAS'-ის საწარმო ბათუმში გაიხსნება

საქართველოში მსოფლიო ბრენდის კიდევ ერთი საწარმო გაიხსნება. საუბარია ბათუმში 'ადიდასის' საწარმოს მშენებლობაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქცია კი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზარზე გაიყიდება. საწარმო აგვისტოში დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტს პირველი ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული 'აჭარა ტექსტილი' ახორციელებს, რომელიც ასევე 'პუმას' ბრენდის ლიცენზირებული კონტრაქტორია. საწარმოში პირველ ეტაპზე დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ობიექტზე ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

ჯეონიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels