Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> GNS-ი მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

სტუდია GNS-ი მთავარ პროკურატურას მიმართავს, მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით სტუდია GNS-მა განცხადება გაავრცელა. 
'კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სტუდია GNS-ი, რომელიც გადაცემა 'კვირის რეპორტაჟს' ამზადებს, არასოდეს დაინტერესებულა კომპანია 'ჰერმესის' საქმიანობით და ამ თემაზე არც ერთი ჩვენი ჟურნალისტი არ მუშაობს. 
მეტიც, 'კვირის რეპორტაჟის' ავტორსა და წამყვანს, ნანა ლეჟავას არასოდეს ჰყოლია მოადგილე. ასეთი შტატი სტუდია GNS-ში არ არსებობს. 
ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისის მერიის მხრიდან ეს არის უკვე მეორე ბინძური ცილისწამება სტუდია GNS-ის წინააღმდეგ. 
გასულ კვირას, თბილისის მერიამ, არაერთი დაპირების მიუხედავად, არ გააკეთა კომენტარი თბილისის მერის, გიგი უგულავას და მისი ახლო ნათესავების ლას ვეგასურ ვიზიტებთან დაკავშირებით. 
სტუდია GNS-ს მიაჩნია, რომ თბილისის მერიის თავდასხმებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავს', -ნათქვამია განცხადებაში. 
ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სტუდია GNS-ი უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels