Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> NDI-ს კვლევა: სამი უმთავრესი პრიორიტეტი - სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ჯანდაცვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტად, სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობისა და ჯანდაცვის ხელმისწვდომის საკითხები რჩება.

,, ძირითადი შედეგები გვიჩვენებს, რომ გამოკითხული ადამიანები ძირითადად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმართებით. ისინი თვლიან, რომ მთავრობა ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. Mმიუხედავად იმისა, რომ ,,ნატოში' გაწევრიანებას კვლავ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, გამოკითხულთა უმრავლესობა მაინც არ არიან კმაყოფილი საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობით რუსეთთან. ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი საქართველოში დემოკრტიული პრინციპების განვითარებსთან დაკავშირებით', _ განაცხადა NDI-ს დირექტორმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო კვლევითი ცენტრი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ყოველწლიურად აქვეყნებს. ამჯერად კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში.კვლევის შედეგად პირისპირი ინტერვიუს შერჩევის პრინციპით 3 161 ადამიანი გამოიკითხა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels