Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> NDI-ს კვლევით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი უმუშევრობაა

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, თბილისის მასშტაბით რესპონდენტთა 58% ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს. კითხვაზე, რომელი ადგილობრივი საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, თბილისში მცხოვრები რესპონდენტების 58% სწორედ დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმას ასახელებს. 56% - კომუნალური მომსახურების ღირებულებას, 27% - ადგილობრივ სამედიცინო მომსახურებას,  26% - გზებს, 25-25% კი, - ტრანსპორტის ღირებულებასა და გაზმომარაგებას.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხული რესპოდენტებისთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის პირველ ადგილზე 56%-ით სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზე 35%-ით ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, შემდეგ ადგილებს კი, 29%-ით ტერიტორიული მთლიანობა, 28%-ით სიღარიბე, 26%-ით პენსიები, 19%-ით ფასების ზრდა, 15-15% კი, განათლება და ხელფასები იკავებენ. 
NDI-ს მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით 'საზოგადოების განწყობა საქართველოში' პრეზენტაცია 'ქორთიარდ მარიოტში' მიმდინარეობს. როგორც პრეზენტაციის დაწყებისას საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა, კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება. 
კვლევა საქართველოში 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1947 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. როგორც ლუის ნავარომ განმარტა, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels