Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> The Financial Times - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს ერთი-ერთზე შეხვედრას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მილიარდერ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკური დაპირისპირება, რამაც შესაძლოა, დასავლელი მოკავშირეების მიერ საქართველოზე უარის თქმა და რუსეთის ზეწოლისგან დაუცველობა გამოიწვიოს.

ბრიტანული გამოცემა სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათურით - მიხეილ სააკაშვილი პრემიერს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა. Financial Times-თან ინტერვიუში პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს ათობით დაპატიმრებისა და საგამოძიებო მოქმედებების 'ორკესტრირებაში' დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 6 პარტიისგან შექმნილმა კოალიციამ არჩევნებში გაიმარჯვა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის, გადასცეს ივანიშვილის მთავრობას კონტროლი საშინაო საქმეებთან დაკავშირებით, ხოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ფოკუსირება მხოლოდ საგარეო ურთიერთობებზე მოახდინოს.

'მან ბატონ ივანიშვილს ერთი-ერთზე მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რათა შექმნილი ვითარება დარეგულირდეს', -  წერს Financial Times.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels