Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> The Independent - იმედია, შერონმა არ უთხრა სააკაშვილს, როგორ უყვარს რუსეთი

ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნს რუსეთში ვიზიტისთვის 250 ათასი დოლარი გადაუხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Independent წერს.
ჟურნალისტი შონ უოკერი ამბობს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვის დამატებითი ფულის გამომუშავებისთვის რუსეთი შესანიშნავი ადგილია.
'რუსი ოლიგარქები ფულს არ იშურებენ, რათა აისრულონ ოცნება და საყვარელი მომღერალი თუ ჰოლივუდის ვარსკვლავი საკუთარ წვეულებაზე იხილონ', _ წერს უოკერი.
ჟურნალისტი იხსენებს, რომ შერონ სტოუნმა სანკტ-პეტერბურგში 'ქველმოქმედების' საღამოზე მიიღო მონაწილეობა და იმ დარბაზში, სადაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, თქვა, რომ მას რუსეთი ძალიან უყვარდა. ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, რომ საქველმოქმედო საღამოს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 'კაპიკიც კი არ მიუღიათ', არადა, კონცერტი სწორედ მათ დასახმარებლად გაიმართა. 
'მე მიყვარს რუსეთი. მე მიყვარს ეს ქვეყანა. მე მიყვარს ყველაფერი, რაც რუსეთს უკავშირდება', - აცხადებდა სტოუნი, გიჟური აპლოდისმენტების თანხლებით. ორი დღის შემდეგ იგი თბილისში იმყოფებოდა, სადაც 'აგვისტოს 5 დღის' პრემიერას დაესწრო, რომელიც პროპაგანდული ფილმია და არცთუ ისე სასიამოვნოდ წარმოაჩენს მის საყვარელ რუსეთს. სტოუნმა დრო გაატარა მოსკოვის ნომერ პირველ მტერ მიხეილ სააკაშვილთანაც. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს არ უთხრა, თუ როგორ ძლიერ უყვარს რუსეთი', - წერს შონ ვოლკერი The Independent-ში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels