Main News Projects Video and Photo Registration Links
    Main >> news >> The Washington Times - საქართველოს გაბრაზებული ოპოზიცია ჯონ ბასს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

საქართველოში გადახურებული პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნიდან აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის გაძევებას ითხოვს, _ ასე იწყებს სტატიას გამოცემა The Washington Times . 
ჟურნალისტი ჯეიმს მორისონი წერს, რომ ოპოზიციის ნაწილი ბასს იმ ხელისუფლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომელმაც რადიკალური ოპოზიციის პროტესტი გასულ თვეში ჩაახშო.
'ბატონო ბას, თქვენ უნდა დატოვოთ ჩვენი ქვეყანა, თქვენ უნდა წახვიდეთ საქართველოდან იმიტომ, რომ თქვენს მიერ შეგულიანებულმა დამნაშავეთა ჯგუფმა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის სურვილი ჩაახშო, ეცხოვრათ სამართლიან ქვეყანაში. თქვენ ღირსება უკვე დაკარგეთ და გთხოვთ, არც თქვენ ქვეყანას დაუკარგოთ ის', _ გამოცემას გოგა ხაინდრავას განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც The Washington Timesგაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებს. 
ჯეიმს მორისონი წერს, რომ ბასმა მრავალჯერ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ამასთან, ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას კანონი. მან ასევე მოუწოდა, გამოძიებულ იქნას საქმეები იმ ბრალდებების საფუძველზე, რომ პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს ძალას გადაამეტა. 
'ბატონმა ხაინდრავამ ბრალი პრეზიდენტ სააკაშვილსაც დადო და 'ძალადობაში, უსამართლობასა და უკანონობაში დაადანაშაულა, ბატონმა სააკაშვილმა კი ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა, რომ ოპოზიცია მის ჩამოგდებას და ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობდა', _ The Washington Times.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

Related posts
Georgian Missions Church Georgian organizations Georgian business in US Art and sport About Us Contact Us About Georgia Facebook - join us
Georgian TV Channels