მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ბმულები >> მოსკოვში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის 'შავი ლომი' აპოლონ ქუთათელაძის სახლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს

ნიკო ფიროსმანის 'შავი ლომი' აპოლონ ქუთათელაძის სახლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ეს ინფორმაცია 'ინტერპრესნიუსს' ქუთათელაძის შვილმა, ყარამან ქუთათელაძემ მიაწოდა. 
მისივე თქმით, შეიარაღებულმა პირებმა იცოდნენ, რომ სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის სახელოსნოში ნიკო ფიროსმანის შედევრი ინახებოდა.
'1993 წელს ავტომატიანები შემოგვივარდნენ და გაიტაცეს ნახატი. სწორედ ფიროსმანის ნახატის გამო დაგვესხნენ თავს და გაიტაცეს კიდეც. 'შავი ლომის' შემდგომი ბედი ნამდვილად არ ვიცი, ახლა კი გავიგე, რომ შესაძლოა, მოსკოვში სწორედ ეგ გატაცებული ნამუშავარია გამოფენილი', _ განაცხადა ყარამან ქუთათელაძემ. 
მისივე ინფორმაციით, 'შავი ლომის' გატაცების საქმე გამოსაძიებლად ინტერპოლშია გადაცემული.
'რამდენიმე თვის წინ ხელახალი ჩვენება მივეცი, სახელმწიფომ საკუთარ კონტროლზე აიყვანა საქმე. ვიცით, რუსეთთან როგორი ურთიერთობა გვაქვს და ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება მოხდეს. ნახატი იყო ჩვენი კუთვნილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის სახელმწიფოს ეკუთვნის, რადგან მსოფლიო მნიშვნელობის ნამუშევარია', _ აღნიშნა ქუთათელაძემ.
მოსკოვის მხატვართა ცენტრალურ სახლში მოწყობილ ანტიკვარულ სალონის ექსპოზიციაზე ნიკო ფიროსმანის 'შავი ლომია' წარმოდგენილი. ტელეარხ 'როსია 24'-ის ინფორმაციით, ნახატი ორიგინალია და არა - ასლი.
'ინტეპრესნიუსმა' გაარკვია, რომ ექსპოზიციის ორგანიზატორია კომპანია 'ექსპოპარკი'. კომპანიის წარმომადგენელს 'ინტერპრესნიუსი' მოსკოვში ტელეფონით დაუკავშირდა. 
'ექსპოპარკში' განაცხადეს, რომ 'შავი ლომი' რუსეთის სამხატვრო აკადემიის სტენდზეა გამოფენილი და, სავარაუდოდ, ნახატი სწორედ აკადემიას ეკუთვნის. 
სატელეფონო საუბრის ბოლო კი, კომპანიის წარმომადგენელმა 'ინტეპრესნიუსს' სთხოვა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკო ფიროსმანის ექსპოზიციაზე გამოფენილი ნახატი შესაძლოა, მოპარული იყოს, მოსკოვის პოლიციას მიაწოდოს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები