მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ეკლესია >> მეფე ერეკლე მეორეს ყოფილი სასახლე ნგრევის პირასაა

მეფე ერეკლე მეორეს ყოფილ სასახლეში სახურავიდან წყალი ჩადის, კედლები კი დაბზარულია. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, დარბაზებში გათბობა არ არის, ვენტილაცია და ექსპონატები ზიანდება. 

აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეორეს ყოფილი სასახლე თელავის ისტორიული მუზეუმის შემადგენლობაში შედის. სასახლეს რეაბილიტაცია გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ ჩასტარებია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, სასახლეს ძეგლის სტატუსი აქვს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე მუზეუმი ვერაფერს გააკეთებს. 

ცნობისათვის, 'კახთ მეფეთა სასახლე' მე-17 საუკუნეშია აგებული. მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები.

http://pirweli.com.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები