მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ეკლესია >> 'ფოკანის' დაარსების მე-10 წლისთავი გამოფენით აღინიშნება

'ფოკანის' დაარსების მე-10 წლისთავი გამოფენით აღინიშნება .
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სასტუმრო 'Radisson BLU'-ს საგამოფენო დარბაზში 7- 10 მაისს 'ფოკანის~ სახელოსნოებში დამზადებული ნამუშევრების გამოფენა მოწეყობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 10 წლის განმავლობაში ~ფოკანის~ სახელოსნოებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები როგორც კერძო კოლექციებიდან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებიდან, ასევე ახალი ნაკეთობები - მინანქრით, მიკრომოზაიკითა და ძვირფასი თვლებით მორთული ნივთები და ხელით მოხატული ფაიფურის ჭურჭელი.
~ფოკანის~ სახელოსნოები 2001 წელს ქართული ტიხრული მინანქრის კეთების უძველესი ტრადიციების აღდგენის მიზნით დაარსდა. საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედის ძალისხმევით მონასტერში დაიწყო ამ ტრადიციების აღდგენა.
დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით აქვე დაარსდა ტიხრული მინანქრის სახელოსნო ~ფოკანი'. 
მას შემდეგ ~ფოკანის~ სახელოსნოების შემოქმედებითი სფერო ფართოვდება: 2005 წელს მუშაობას შეუდგა ფაიფურის სახელოსნო, 2007 წელს მოზაიკისა და მიკრომოზაიკის სახელოსნო, 2010 წლიდან დაიწყო სამკაულების დამზადება.
'ფოკანის' სახელოსნოების ნაკეთობების მთავარი განმასხვავებელი თვისება უძველესი ქართული ორნამენტისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშების სტილის დაცვა და მის საფუძველზე როგორც ტრადიციული კანონიკური წესების დაცვით საეკლესიო ნაკეთობების, ასევე თანამედროვე სამკაულების შექმნაა.
გამოფენაზე წარმოდგენილი საეკლესიო ნაკეთობები ამჟამად დაცულია სამების საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, უწმინდესისა და უნეტარესის საკუთრებაში, გეთსიმანიაში (მცხეთა), სამთავროს, ბოდბის, ფოკას მონასტრებში, ზარზმაში და მეუფე პეტრეს რეზიდენციაში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები