მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> საქართველოს შესახებ >> საქართველო პირვეყოფილურ პერიოდში

საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან საცხოვრებლად ხელსაყრელი ტერიტორია იყო. ამას ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 600 000 – 1 800 000 წლის არის. უფრო ძველი ჩონჩხები ნაპოვნია აფრიკაში. შეიძლება ითქვას რომ დმანისელი ადამიანი უძველესია მოსახლეა ევრაზიის.

პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვა. კაცობრიობის ისტორიაში იმ პერიოდს როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : პალეოლითი , მეზოლითი და ნეოლითი. თავის მხრივ პალეოლითი იყოფა : ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალათში, ჭიპიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალ მთიან რეგიონებსაც აღსანიშნავია კუდაროს და წონას გამოქვაბულები.

ამ პერიოდში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ . ქვედა პალეოლითის ბოლოს და ზედა პალეოლითის დასაწყისში მომხდარი გამყინვარების გამო კავკსიაში აცივდა, ადამიანები იძულებული გახდნენ ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ეცხოვრათ. ამ პერიოდის ადამიანის საცხოვრებლები აღმოჩენილია : დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში. უკვე ადამიანების გაერთიანებები დამოკიდებულია სისხლის ნათესაობაზე. იქმნება გვაროვნული თემები. თემის უფროსი იყო ქალი ამიტომ ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა. პალეოლითის ხანის ბოლოს ჩნდება რელიგიური წარმოსახვები. რელიგიური შეხედულებები საკმად პრიმიტიული იყო და ის ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც კავკასიაში დათვის კულტი იყო, გამოქვაბულებში აღმოჩენილია დათვის თავის ქალები რომლებიც საპატიო ადგილებში იყო დალაგებული.

ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითი. რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ მეზოლითის ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და კლიმატი რომელიც დღეს არის. მეზოლითის ხანის შემდგომ მოდის ნეოლითის ხანა ამ პერიოდში ადამიანი საგრძნობლად ვითარდება. იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა. ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოჩენილია : ხუცუბანში, ანასეულში. ქობულეთში, თერამიწაში.

ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა.

ადრე ბრინჯაოს ხანის დროს სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდ განვითრებული. მან შესძლო ხარის მოშინაურება. განვითრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს მეტელურგია, მიწათმოქმედება. ამ პერიოდში გვაროვნულ თემებში დომინირებს მამაკაცი ამიტომ ამ პერიდიდან იწყება პატრიარქატი. მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით 1 000 წელი არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრგანაა იმდროინდელი ნასახლარები აღმოჩენილი.

ძველი წელთაღრიცხვი III ათასწლეულიდან იწყება შუა ბრინჯაოს ხანა . ამ პერიოდში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ყორღანების არსებობა. ყორღანების სიგრძე 10-15 მეტრს აღწევდა ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი ოთახი. დიდ ყორღანებში ტომის ბელადებს და ცალკეული გვარის წარმომადგენლებს კრძალავდნენ. ყორღანებში გვხვდება მიცვალებულთან ჩატანებული ძვირფასი ნივთები. ყორღანებს გარედან ქვიშას და მიწას აყრიდნენ დროთა განმავლობაში ეს სამარხები ბუნებრივ ბორცვებად იქცეოდა, ისე რომ მისი გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა.

ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ ქართული და აღმოსავლურ ქართული კულტურა. ძველი წელთაღრიცხვის I ათსწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის. იქმნება მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა. ტომში დაწინაურებულია ქურუმები რომლებიც ტომის ბელადთან დაახლოებული პირები იყვნენ. თანდათანობით ხშირდება ტომების ერთმანეთზე თავდასხმები. იქმნება ტომთა კავშირები.

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები