მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> საქართველოს შესახებ >> საქართველო - რომის ურთიერთობები

ქრ.შ-მდე II საუკუნის მანძილზე დიდი ვცლილებები მოხდა ქართლის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობაში . მისი ძლიერება შეარყია შინაურმა ბრძოლებმა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის . ამ ბრძოლაში საგარეო ძალებიც ერეოდნენ . ქართლს თავიდანვე კარგი ურთიერთობები ჰქონდა სირიის სელევკიების სამეფოსთან , მაგრამ ამ უკანასკნელმა დასუსტება დაიწყო , მას გამოეო დაცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია . ეს სამეფო მთელს წინა აზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა , ამავე დროს აღმოსავლეთით ექსპანსია დაიწყო რომის იმპერიამ . სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო - სოფენეს სამეფო და დიდი არმენია . ამ სამეფოებში საქართველოს სამხრეთი ტერიტორიებიც შევიდა . ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო . ხოლო დასავლეთით დაუმეზობლდა პონტოს ძლიერი სახელმწიფო . პონტოს სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დროს . მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპიროები მათ შორის კოლხეთის ტერიტორიებიც . მითრიდატემ სომხეთის მეფის ტიგრან II-სთან ერთად დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში პონტოელებს მოკავშირედ ქართლიც და ალბანეთიც იყო . რომაელების ჯარს სარდლობდა ცნობილი სარდალი გნეუს პონპეუსი. პომპეუსმა მალე დაამარცხა პონტო და სომეთი და ქართლისკენ დაიძრა

რომაელები ქართლში ძვ. წ. 65 წელს მოვიდნენ . ქართლში ამ დროს მეფობდა არტაგი . არტაგი კარგად ხვდებოდა რომ ძალები უთანაბრო იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის . ამიტომ მან პომპეუსს დესპანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა . რომაელთა სარდალი ზავს არ დასთანხმდა და არმაზის ციხის აღებას შეუდგა , ამის შემდეგ გადალახა მტკვარი და არაგვის ხეობაში შეიჭრა . ქართველების წინააღმდეგობის მიხედავად რომაელებმა გაიმარჯვეს.

წყაროების მონაცემების მიხედვით , ბრძოლაში 9 000 ქართველი დაიღუპა 10 000 კი ტყვედ ჩავარდნილა. არტაგმა რომაელთა სარდალს მძევლები და ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა და ზავი ითხოვა. პომპეუსი სათანადოდ ითვალისწინებდა საქართველოს სტრატეგიულ და პოლიტიკურ მდგომარეობას და ამჯერად დაზავებაზე დათანხმდა . ზავის პირობების თანახმად , ქართლში მეფობა ხელუხლებლად რჩწბოდა . ქართლის მეფეს ”მეგობრობა და მოკავშირეობა” და კავკასიონის უღელტეხელების შეკვრა, ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავება დაევალა . თავის მხრივ რომაელები საქართველოს მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ .

ეს ხელშეკრულება არ იყო თანასწორუფლებიანი. ქართლის სამეფო რომის პოლიტიკურუ გავლენის ქვეშ მოექცა , მაგრამ მისთვის ეს ზავი ისეთი საზარალო მაინც არ იყო , როგორც , მაგალითად სომხეთისთვის . სომხეთმა დაკარგა ტიგრან II-ის დროს დაკარგული ყველა ოლქი და ამიერიდან იგი მეორე ხარისხოვან სახელმწიფოს იქცა, ეს ქართლისთვის სასარგებლოც იყო , რადგან დიდი არმენიის მეზობლობა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავდა და ზოგჯერ მასზე დამოკიდებულსაც ხდიდა.

საქართველო - რომის ურთიერთობა I - II საუკუნეებში

ძვ.წთ.აღ I საუკუნეში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნდ გაძლიერდა . ამას ხელი შეუწყო საგარეო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამ . კერძოდ სომხეთი მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო და მის დასაუფლებლად რომი და პართია ერთმანეთს ებრძოდნენ . ამ ბრძოლაში ჩაერთო ქართლი , ქართლმა დაიბრუნა სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და მალე სომხეთის დაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა . ქართლის მეფე მითრიდატემ დაამარცხა პართიელები და სომხეთის მეფედ მისი შვილი დანიშნა . მომდევნო მეფემ ფარსმან I-მა სომხეთის უშუალოდ შემოერთების მიზნით იქ თავისი ვაჟი რადამისტი გაამეფა (52 წ) , მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა და სომხეთზე ძალაუფლება რომმა და პართიამ გაინაწილა .

ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირათ . მაგალითად , 128 წელს იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მეფეები და მმართველები , მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის მეფის ფარსმან ფარსმან III-ის მიმართ და მისი გულის მოსაგებად ძვირფასი საჩუქრები - საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი გამოუგზავნა . ქართლის მეფე მაინც არ გამოცხადდა ადრიანესთან და საპასუხო საჩუქრები - ოქროსფერი მოსასხამები გაუგზავნა . ამით განაწყენებუმა იმპერატორმა ფარსმანის საჩუქრების აბუჩად აგდების მიზნით ბრძანა ამ მოსასხამებით გლადიატორები შეემოსათ და ისე გამოეშვათ ცირკის არენაზეე . ამის საპასუხოდ ქართლის მეფემ გახსნა დარიალის კარი , გამოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია . ამით ქართლის მეფემ იმპერატორს აგრძნობინა თავისი ძალაუფლება .

ასეთი დაპირისპირება რომსა და ქართლს შორის იმ გარემოებამ წარმოქმნა , რომ ქართლის მეფემ დაიკავა გასასვლელი შავ ზღვაზე , კერძოდ , დაიქვემდებარა ძიდრიტთა ტომი , რომლის მოსახლეობა დღევანდელი აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, რომის იმპერატორს ამის აღიარება არაფრით არ სურდა.

რომისა და ქართლის ასეთი დაძაბული ურთიერთობა შედარებით მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ . რომის საიმპერატორო ტახტზე ასულმა ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა ტერიტორუიების შეერთება . მან ქართლის მეფე რომში სტუმრად მიიწვია .

ფარსმან II დიდი ამალით და თავისი ცოლ-შვილით წავიდა რომში . მოლაპარაკების შემდგომ აქ გაიმართა დიდი ასპარეზობა , რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფემ და მისმა ამალის წევრებმა. იმპერატორს იმდენდ მოეწონა ქართლის მხედართა სამხედრო ხელოვნება , რომ ნება დართო ქართლის მეფის კაპიტოლიუნმში მსხვერპლი შეეწირა , რაც დიდი პატივი იყო უცხოელებისათვის . ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება ომის ღმერთის , მარსისი ტაძარში დაიდგა .

განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში . აქ რომაელებმა თავიდანვე თავიანთი მმართველობა დააწესეს . მოსახლეობა ვერ ეგურბოდა რომაელთა ბატონობას და ჯანყდენენ . დასავლეთ საქართველოზე თავის გავლენის გავრცელებას ცდილობდა გაძლიერებული ქართლის სამეფოც. ქართლის მოსაზღვრე არგვეთში ქართლის მეფის ერისთავის იჯდა , ასევე აჭარა-გურიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვამდე ქართლის მეფეს ემორჩილებოდა . დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებიც ქართლთან დაახლოებას ესწრაფოდნენ . რომის იმპერია იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გარკვეული დათმობა გაეტარებინა და აქ ადგილობრივი მმართველობა აღედგინა . II საუკუნეში დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სამთავრო ჩამოყალიბდა : ლაზების , აფშილების და სანიგების , რომელთა სათაეშიც რომაელებს ადგილობრივი მთავრები დაეყენებინა , თუმცა ზღვისპირა საპორტო ქალაქებში - ფაზისში (ფოთი) , დიოსკურიაში (სოხუმი) და სხვა . ჩაყენებული ჰყავდათ მეციხოვნე ჯარები .

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები