მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> საქართველოს შესახებ >> ქართული კულტურის ფესტივალი კიევში

კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ოფიცერთა სასახლის  დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის 15 წლისთავს.

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (ქართული საკვირაო სკოლა) 1996 წელს უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივი ქართველების თანადგომით გაიხსნა.

კიევის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ასწავლიან საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ქართული ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი 'იბერიელი', ფოლკლორული ანსამბლი და ქართული ცეკვის სტუდია.

ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, შვიდი  კვალიფიცირებული მასწავლებელი   მოღვაწეობს. ისინი უანგაროდ ემსახურებიან ქართველ და უკრაინელ საზოგადოებას,    არ იშურებენ  ძალ-ღონეს,   რომ ქვეყანას ღირსეული მამულიშვილები გაუზარდონ,  ეხმარებიან  ბავშვებს  ქართული  ცნობიერების  ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ   ამ ბოლო დროს იმატა  უკრაინელი ახალგაზრდების რიცხვმაც, რომლებიც   ქართულ ენას, ცეკვასა და სიმღერას დიდი მონდომებითა და ხალისით  სწავლობენ.

ქართული კულტურის ფესტივალზე მონაწილეობას კულტურის ცენტრის კოლექტივებთან ერთად, ცნობილი ქართველი მომღერლები სოფო ხალვაში, ნეკა სებისკვერაძე და დავით არჩვაძე ღებულობდნენ.

კონცერტს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და რეგიონალური ქართული სათვისტომოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უკრაინის ქართულმა სათვისტომომ, 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების კომიტეტთან შეთანხმებით, სპეციალური ჯილდო -  'წმინდა გიორგის' ორდენი დაფუძნა. სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება 'გეორგიას' სპეციალური დიპლომითა და 'წმინდა გიორგის' ორდენით, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების, ქართული კულტურის განვითარებაში გაწეული სამუშაოებისათვის და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისათვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ბატონი გრიგოლ ქათამაძე დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიება, უკრაინის ქართველთა ასოციაცია 'იბერიელმა' სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება 'გეორგია'-ს, უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს  თანადგომით გამართა.

presa.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები