მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> საქართველოს შესახებ >> ქართული კინოს დღეები უკრაინაში

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობისა 20 წლისთავზე 30 მაისიდან 3 ივლისამდე უკრაინის 5 ქალაქში ქართული კინოს დღეები გაიმართება. სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება 'გეორგიას' ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართველ რეჟისორთა მიერ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაღებული ფილმები.

 

23 ივნისს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ფესტივალის ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება. ქართული კინოს დღეები უკრაინაში, საქართველოს ელჩის გრიგოლ ქათამაძისა და საქართველოს კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის მხარდაჭერით ტარდება.

პროგრამაში წარმოდგენილი ფილები იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ მოკლე ვადებშია შესაძლებელი ახალი ხარისხიანი კინემატოგრაფის შექმნა, ახალგაზრდული კინოს ხელშეწყობით. ფესტივალში მონაწილე ფილმებში ასახულია, სწორედ ახალგაზრდა რეჟისორთა თანამედროვე შეხედულებები სხვადასხვა თემებზე. მათ შორისაა ფილმები: 'ქუჩის დღეები', 'სამი სახლი', 'რენე მიდის ჰოლივუდში', 'სექტემბერი', 'სისხლი'.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები