მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული ბიზნესი აშშ-ში >> მოსკოვმა ოლიმპიურ განაცხადში ცხინვალისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ უარყო

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა' ამჯერადაც უარყოფილია. მოსკოვმა, ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების მონაცემებში მიუთითა, რომ ცხინვალელი და გუდაუთელი სპორტსმენები ერთი საერთო ქვეყნის - რუსეთის შვილები არიან.

ცნობილია, რომ ოკუპირებული რეგიონების სპორტსმენებსა და მათ გულშემატკივრებს, ისედაც არ სიამოვნებთ, რომ იძულებულები არიან რუსეთის სახელით იასპარეზონ, მაგრამ ახლა ამას ისიც დაემატა, რომ მათ ბიოგრაფიებში მითითებული დაბადების ადგილები - ცხინვალი და გუდაუთა, რუსეთის შემადგენელ ნაწილებად მოიხსენიეს.

კერძოდ, ოლიმპიადის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სპორტსმენების მოკლე ბიოგრაფიები, რომლის თანახმადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვის დაბადების ადგილად მითითებულია ცხინვალი, ქვეყნად კი რუსეთი, ისევე როგორც, დენის ცარგუშის გრაფაში წერია - გუდაუთა, რუსეთი.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა და „ლონდონი 2012'-ის საორგანიზაციო კომიტეტში გაგზავნა მოთხოვნა, რათა გამოსწორდეს ეს შეცდომა და ზემოაღნიშნულ სპორტსმენებს დაბადების ადგილად საქართველო მიეთითოს.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები