მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული ბიზნესი აშშ-ში >> 'შავი ლომის' გარშემო სკანდალი გრძელდება

ყარამან ქუთათელაძე რუსული მხარის მიერ გამოგზავნილი მინდობილობის გამო სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანს. განცხადება ამის შესახებ ქუთათელაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააკეთა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' გაბუნიამ განუცხადა, ქართული მხარე ნიკო ფიროსმანის 'შავი ლომის' ამჟამინდელი პატრონისგან შედევრის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს.
'ჩვენმა მხარემ აბსოლუტურად სხვა რამეზე გასცა მინდობილობა. დოკუმენტი მხოლოდ იმისთვის არის გაცემული, რომ ჩატარებულიყო ექსპერტიზა. 'შავ ლომთან' დაკავშირებით არც გაყიდვაზე, არც სხვა სახის ტრანზაქციაზე არ ყოფილა საუბარი. მოვითხოვთ, ეფიმოვის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფასაც, რომლის თანახმად, ამ სურათში თითქოს რაღაც თანხებია გადახდილი. რა თქმა უნდა, ნახატის დაუყოვნებლივ დაბრუნებასაც მოვითხოვთ', _ განაცადა გაბუნიამ. 
'შავი ლომის' გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ნახატი, რომელიც მოსკოვში იყო გამოფენილი, მისი ოჯახიდან 1993 წელს ყაჩაღურად გაიტაცეს.'როსახრანკულტურის' წარმომადგენლის მტკიცებით კი 'შავი ლომის' ამჟამინდელმა მფლობელმა ვიაჩესლავ ეფიმოვმა ნახატი ქუთათელაძისგან კანონიერად შეიძინა და შესაბამისი დოკუმენტი არსებობს. ამას ქუთათელაძე კატეგორიულად უარყოფს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები