მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული ბიზნესი აშშ-ში >> სომხების უარი „ევროვიზიაზე“ მონაწილეობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია

 

სომხების უარი „ევროვიზიაზე' მონაწილეობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია.

ერევანმა უკვე ოფიციალურად განაცხადა საბოლოო პასუხი, რომ კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს.

სომხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება ევროპის სამაუწყებლო კავშირს გაუგზავნა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ანტისომხური პოლიტიკის წარმოების გამო, შემსრულებლებისთვის ბაქოში გამგზავრება დაუშვებელია.

„ სომხეთის ტელევიზია არ აპირებს დელეგაცია გაგზავნოს ისეთ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ნომერ პირველი მტერი სომხეთია. ფაქტობრივად ყველა სომეხი, მათ შორის დელეგაციის წევრებიც, პრეზიდენტმა მტრებად გამოაცხადა და შესაბამისად არ არსებობს ლოგიკა მონაწილეების გაგზავნის ამ ქვეყანაში. ეს პრინციპული საკითხია. იმ ფონზე, კი რაც ანტისომხურმა განცხადებამ გააჩინა ევროვიზიაზე, ჩვენ არ გავქვს სურვილი მონაწილოება მივიღოთ აღნინშულ კონკურსში, თუმცა მომავალში' ევროვიზიის' კონკურსებში აუცილებლად გამოვჩნდებით',- ნათქვამია განცხადებაში.

'ევროვიზია 2012-ს' აზერბაიჯანის დედაქალაქი 22-26 მაისს მასპინძლობს.

internet.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები