მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> აზერბაიჯანი „ევროვიზიის“ სტუმრებისთვის ვიზების გაცემის რეჟიმს ამარტივებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სიმღერის საერთაშორისო კონკურს „ევროვიზიის' დღეებში, უცხოელებისთვის ვიზების გაცემის პროცედურას გაამარტივებს. ვიზის გაცემის საფუძვლად ჩაითვლება ოფიციალური მოწვევის დოკუმენტი, დოკუმენტი, რომელიც აკრედიტაციას ადასტურებს და თავად კონკურსზე დასასწრები ბილეთი.

კონკურსის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში ჩავლენ და ამ ქვეყნებში მცხოვრები, მაგრამ მოქალაქეობის არმქონე პირები, ვიზებს აზერბაიჯანის აეროპორტშივე მიიღებენ.

ვიზების მიღება შესაძლებელია რესპუბლიკის საერთაშორისო აეროპორტების საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებებში.

სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია' ბაქოში 22-დან 26 მაისის ჩათვლით ჩატარდება.  კონკურსზე საქართველოს მომღერალი ანრი ჯოხაძე წარადგენს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები