მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> ანი ტატიშვილმა მორიგი ტურნირი მოიგო

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ანი ტატიშვილმა მორიგი ტურნირი მოიგო. იტალიურ კუნეოში 100 ათასიანი ტურნირის ფინალში 21 წლის ჩოგბურთელმა ჰოლანდიელი არანჩა რუსი დაამარცხა.

ტატიშვილმა მსოფლიოს 103-ე ჩოგანი აშკარად დაჯაბნა და ანგარიშით 6:4, 6:3 მოუგო. აღნიშნული გამარჯვებით ტატიშვილმა 140 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც ნიშნავს, რომ მომავალ კლასიფიკაციაში მას 98 ქულა შეემატება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანა ტატიშვილი 579 ქულით რეიტინგში 118-ე ადგილზეა.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები