მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> გერმანიაში მინი-ფეხბურთში პირველი ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი ჩატარდება

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, 2011 წლის 15 მაისს, ქალაქ შტუტგარტში გაიმართება პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირის მიზანი გერმანიის მასშტაბით გაფანტული ქართველების დაახლოებაა.

გუნდები დაკომპლექტებული იქნება ქართველი ემიგრანტებისგან. ტურნირში ის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, ვინც 16 წელს არიან გადაცილებული. 10 წუთიანი მატჩები ხელოვნური საფარით მოწყობილ სპეციალურ   დარბაზებში გაიმართება. 

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ დაწესებული გარდამავალი თასი. განცხადების შეტანა, მონაწილეობის მსურველთათვის ფასიანია და 95 ევროს შეადგენს.  აღნიშნული თანხა საორგანიზაციო საკითხებისათვისაა განკუთვნილი. ტურნირის ორგანიზებისათვის საჭირო დანარჩენ თანხას გერმანიის ქართული სათვისტომო გაიღებს.

presa.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები