მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> 'დავითიანნის' თასის მოსაპოვებლად ჭადრაკის ტურნირი გაიმართება

ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში, ხვალ, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა 'დავითიანნის' ორგანიზებით , 'დავითიანნის' თასის მოსაპოვებლად ჭადრაკის ტურნირი გაიმართება.
ტურნირი თბილისის 100 საჯარო სკოლის მასშტაბით ტარდება. გამოვლინდებიან I, II და III საპრიზო ადგილის მფობელები. I ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა 'დავითიანნის' თასი, მედალი და 'მაკდონალდსის' მიერ დაწესებული პრიზი. II - III ადგილზე გასული მონაწილეები კი მედლებსა და სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ. 
ტურნირს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრება დაესწრება. ტურნირის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და კომპანია 'მაკდონალდსი'.
'დავითიანნის' თასის მოსაპოვებლად ჩემპიონატი ჭადრაკში უკვე მეორე წელია იმართება.Gგასული წლის გამარჯვებულია ვაკე-საბურთალოს რაიონის #52 საჯარო სკოლის მოსწავლე - თორნიკე გაბუნია. 
ახალგაზრდული მოძრაობა 'დავითიანნი' ასევე აგრძელებს სხვადასხვა აქტივობებს, სლოგანით 'ჩვენ ვართ იქ, სადაც ახალგაზრდები არიან~. დავითიანნის ეგიდით ახალგაზრდებში ტარდება ასევე კალათბურთის, ფრენბურთის, მინი ფეხბურთის ტურნირები და მარათონი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები