მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> დავით ლორთქიფანიძე მასაიოში კამოჰარას იაპონელი ხალხისადმი 'გზავნილს' გადასცემს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე იაპონიის ელჩს საქართველოში მასაიოში კამოჰარას იაპონელი ხალხისადმი 'გზავნილს' გადასცემს. გზავნილის გადაცემის ცერემონია დღეს, ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 28 მარტიდან გამოფენა-აქცია 'შეიცანი იაპონია' მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი, ეროვნულ მუზეუმში დაცული, იაპონური ხელოვნების იშვიათი ნიმუშები და იაპონიის ელჩის მეუღლის პირადი კოლექცია ათასობით დამთვალიერებელმა ნახა. მათ შორის, გამოფენის თანმხლებ საგანმანათლებლო პროგრამას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
სპეციალურად ამ გამოფენისათვის მომზადდა ათმეტრიანი ქაღალდის გრაგნილი, სადაც მუზეუმში მოსულ ყველა დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა საკუთარი სურვილი გზავნილის სახით გადაეცა იაპონელი ხალხისათვის. გამოფენა 'შეიცანი იაპონია' საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლობით მომზადდა. ექსპოზიცია ერთგვარ მხარდამჭერ აქციას წარმოადგენს იაპონელი ხალხისადმი.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები