მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ქართული წარმომადგენლობები >> დღეს დუსელდორფში 'ევროვიზიის' ფინალი გაიმართება

 ვიდეოდღეს დუსელდორფში 'ევროვიზიის' ფინალი გაიმართება. საქართველოს 'ევროვიზიაზე' ჯგუფი 'ელდრაინი' წარმოადგენს . 
ჯგუფმა გაიმარჯვა 10 მაისს გამართულ პირველ ნახევარფინალში, სადაც სიმღერა ONE MORE DAY შეასრულა. 
საქართველოს გარდა, ფინალში გავიდნენ სერბეთის, ლიტვის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, უნგრეთის, ფინეთის, რუსეთის და ისლანდიის წარმომადგენლები. 
'ევროვიზიის' ფინალში ავტომატურად მოხვდნენ 'დიდ ხუთეულში' შემავალი ქვეყნები - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ეს ქვეყნები არიან 'ევროვიზიის' დამაარსებლები და კონკურსგარეშე ფინალში მოხვედრის პრეროგატივა სწორედ ამიტომაც აქვთ. 
კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ფინალში კი 25 მოხვდა. ქართული ჯგუფი დუსელდორფში ბოლო, 25-ე ნომრად გამოვა და კვლავ ONE MORE DAY-ს შეასრულებს. 
ჯგუფის წევრების ჩაცმულობაზე დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი მუშაობდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები